რუსულმა ტელეარხმა Моя планета აჭარულ სამზარეულოს გადაცემა მიუძღვნა

© Tourist portal of Adjaraაჭარულ სამზარეულოზე გადაცემის გადაღების პროცესი
აჭარულ სამზარეულოზე გადაცემის გადაღების პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეარხის ეთერში აჭარული ხაჭაპურის მომზადების პროცესს აჩვენებენ, ისაუბრებენ ქართულ ღვინოზე და აჭარის ღირსშესანიშნავ ადგილებზე.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. აჭარული სამზარეულოს შესახებ პოპულარული რუსული ტელეარხი Моя планета 30-წუთიან დოკუმენტურ გადაცემას ამზადებს, იუწყება აჭარის ოფიციალური ტურისტული პორტალი. 

ტელეარხის ცნობილი გადაცემის Планета вкусов გადამღები ჯგუფი სამი დღით ბათუმში იმყოფებოდა. მათ აჭარული ხაჭაპურისა და სხვა ცნობილი ადგილობრივი კერძების დამზადების პროცესი გადაიღეს. გარდა ამისა, გაეცნენ აჭარის ტურისტულ პოტენციალს და ფილმში ქალაქის ღირსშესანიშნაობებზეც ისაუბრებენ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
„იდუმალმა სტუმარმა“ აჭარის ტურისტული ობიექტები დაათვალიერა

დოკუმენტური ფილმის სცენარის მიხედვით, გადაცემის წამყვანი ანტონ ზაიცევი მაყურებელს აჭარული ხაჭაპურის, ბორანოს, სინორის, კაიმაღისა და კეფალის აჭარულად მომზადებას ასწავლის და პარალელურად კერძების შექმნისა და ბათუმის ისტორიის შესახებ ესაუბრება. ის ქალაქის სავიზიტო ადგილებიდან აკეთებს ჩართვებს და მაღალმთიან აჭარასაც სტუმრობს, სადაც აჭარული ღვინისა და ჭაჭის დაყენების ტექნოლოგიებს აკვირდება. 

პორტალის ინფორმაციით, ტელეარხ Моя планета-ს გადამღები ჯგუფი აჭარას სარეკლამო კამპანიის ფარგლებში სტუმრობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მიმდინარე წლიდან დაიწყო სარეკლამო და მარკეტინგული აქტივობებები რუსეთის ფედერაციაში, რაც პრეს- და ინფოტურების ორგანიზებას, სხვადასხვა პიარ აქტივობებსა და ონლაინ–რეკლამებს ითვალისწინებს.

ტელეარხი Моя планета ეთერშია 2009 წლიდან. იგი მაუწყებლობს რუსეთში, დსთ-ის ქვეყნებში, ბალტიისპირეთსა და ევროპაში. 2013 წლის იანვარში ამ არხმა რუსულ ტელეეთერში რეიტინგით გაუსწრო ყველა უცხოურ არხს მოგზაურობათა შესახებ Discovery-ს ჩათვლით. 

ტელეარხის აუდიტორია 70 მილიონი მაყურებელია, ხოლო Facebook-ზე მის ხელმომწერთა რაოდენობამ 500 000-ს გადააჭარბა. 


ყველა ახალი ამბავი
0