ზურაბიშვილი მამალაძის შეწყალებაზე: პრეზიდენტმა სასამართლოს განაჩენი არ უნდა გაასწოროს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ჯანმრთელობის გაუარესების გამო დეკანოზი ღუდუშაურის კლინიკაში რჩება.

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. პრეზიდენტი არ უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს სასამართლო სისტემის ზემოთ აყენებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

11 თებერვალს ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზის  შეწყალებისკენ მოუწოდეს. მათ მიაჩნიათ, რომ მამალაძის საქმეზე ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური სტანდარტები.

გიორგი მამალაძე - Sputnik საქართველო
სერგეენკო: დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთლობას საფრთხე არ ემუქრება

ასევე, საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს მიმართა,   შეწყალების აქტის გამოცემისათვის პრეზიდენტთან უშუამდგომლოს. ამ დროისთვის შეწყალების სახელმწიფო კომისიის მუშაობა შეჩერებულია, რადგანაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის ფორმირებაზე მუშაობს.

ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა ის მხოლოდ  გარკვეულ პირობებში უნდა განხორციელდეს.

„მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამ დროისთვის ჯანმრთელობის გაუარესების გამო დეკანოზი ღუდუშაურის კლინიკაში რჩება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. 

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გიორგი მამალაძემ სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართა

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო. 

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

მიმდინარე წლის თებერვალში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ზიარების მოთხოვნით საქართველოს  საპატრიარქოსთან კარავი გაშალეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 


ყველა ახალი ამბავი
0