სერგეენკო: დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთლობას საფრთხე არ ემუქრება

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მამალაძე
გიორგი მამალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

თბილისი,  18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშივილის მკვლელობის მომზადებისთვის გასამართლებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა და მისი ჯანმრთლობის მდგომარეობით დაინტერესდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში კვირას საპატიმროდან გადაიყვანეს. ექიმებმა მსჯავრდებულს შემდეგი  დიაგნოზი დაუსვეს: ჰიპერტონული კრიზი, რომელიც არტერიული წნევის მომატებით იყო გამოწვეული და ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა.

„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მამა გიორგი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ნევროლოგიური პრობლემები აქვს“, – განაცხადა სერგეენკომ.

მამალაძის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საინიციატივო ჯგუფის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ისინი კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტთან შუამავლობას თხოვენ. 

საქართველოს საპატრიარქოსთან უკვე მესამე კვირაა დეკანოზი გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
დეკანოზი მამალაძე და საზოგადოების აზრი: აქცია საპატრიარქოსთან

ამ დროისთვი შეწყალების სახელმწიფო კომისიის მუშაობა შეჩერებულია, რადგანაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის ფორმირებაზე მუშაობს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. 

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.  

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
დეკანოზი გიორგი მამალაძე იშემიური შეტევით კლინიკაში მოათავსეს

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

მიმდინარე წლის თბერვალში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ზიარების მოთხოვნით საქართველოს  საპატრიარქოსთან კარავი გაშალეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

ყველა ახალი ამბავი
0