საქართველომ ქურდული სამყაროს 200-მდე წევრი დააკავა

© Pixabay / ErikaWittliebციხის გისოსები
ციხის გისოსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის დასაწყისიდან საქართველოს პოლიციამ 13 კანონირი ქურდი დააკავა

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის დასაწყისიდან ქურდული სამყაროს ათობით წარმომადგენელი დააკავა, მათ შორის 13 კანონიერი ქურდი, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ქურდული გარჩევა" ინტერნეტით და გამოძალვა >>

„2018 წლიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დააკავა „ქურდული სამყაროსა“ და კრიმინალური დაჯგუფებების 198 წევრი, რომელთაგან 13 ე.წ. კანონიერი ქურდია“, - ნათქვამია განცხადებაში.

2018 წლის აპრილში კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ პასუხისგებაში კიდევ 28 პირი მიეცა. სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა", „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა" და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა".

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
„ლავასოღლი" ციხეში რჩება – სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

შსს-ს განცხადებით, ევროპის სამართალდამცველებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად საფრანგეთსა საბერძნეთში დააკავეს 127 საქართველოს მოქალაქე - დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, ასევე 12 ქართველი კანონიერი ქურდი.

„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს. მუხლი "ქურდული სამყაროს წევრობა" და "კანონიერი ქურდობა" საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2005 წელს გაჩნდა. მაშინ ორგანიზებულ დამნაშავეობას, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0