„ქურდული გარჩევა" ინტერნეტით და გამოძალვა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოეთში მყოფი დავით ხოფერია „კანონიერი ქურდობის" ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ ე.წ. კანონიერ ქურდ თენგიზ ხოფერიასთვის მიმართვის, ასევე მოქალაქისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით ლანჩხუთის მკვიდრი, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.

უცხოეთში მყოფმა ხოფერიამ 38 წლის გ.მ.-ს თხოვნით ვიდეოზარის მეშვეობით „ქურდული გარჩევა" მოაწყო, რის შემდეგაც გ.მ.-მ ლანჩხუთში მცხოვრებ სამ მოქალაქეს მისთვის თანხის მიცემა აიძულა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
„ლავასოღლი" ციხეში რჩება – სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

გ.მ. საკუთარ სახლთან დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ნარკოტიკები აღმოაჩინა.

გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის (ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას) და გამოძალვის (პატიმრობა ორიდან ოთხ წლამდე ვადით) ფაქტებზე მიმდინარეობს.

„ქურდულ სამყაროსა" და მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ მენტალიტეტთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით 2018 წლის აპრილიდან სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

კერძოდ, „კანონიერ ქურდობასა" და „ქურდული სამყაროს წევრობასთან" ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა", „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა" და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა".

რაც შეეხება ხოფერიას, იგი გასული წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „კანონიერი ქურდობის" ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული.

 

ყველა ახალი ამბავი
0