საქართველოს ეკონომიკა პროგნოზამდე ვერ მივიდა

© photo: Georgian Marganeze / FB ქარხანა ჭიათურაში
ქარხანა ჭიათურაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი გასულ წელს იყო ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გადმორიცხვები.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით 5,6% შეადგინა, ხოლო მთლიანად 2018 წელს – 4,8%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

საქართველოში 2017 წელს მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 5%-ით გაიზარდა.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ეკონომიკური განვითარების გზებს ეძებენ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის ივლისში ქართული ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,5%-ით განსაზღვრა, მსოფლიო სავალუტო ფონდმა კი, რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში იყო, – 5%-ით.

ზრდა 2018 წლის დეკემბერში დაფიქსირდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებსა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევაში.

ვარდნა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წარმოება-განაწილებაში, ტრანსპორტსა და ფინანსურ საქმიანობაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმიდან შემოსავლებისა და საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა.

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს აკეთებს>>

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2019 წელს 5%-ის დონეზე პროგნოზირებს, ხოლო შემდეგ წლებში – 5,1%-ის. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე მზარდი ეკონომიკის ქვეყანა იქნება.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ია. რაც შეეხება შემდგომი წლების პროგნოზს, ვარაუდობენ, რომ უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0