ახმეტაში 29 წლის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულს თანასოფლელის მკვლელობისთვის შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ვანის რაიონში მამაკაცი მოკლეს

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0