ვანის რაიონში მამაკაცი მოკლეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირობას დებს, რომ მომხდარის დეტალებს გამოაქვეყნებს.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ვანის რაიონის სოფელ სულორის 59 წლის მცხოვრების მკვლელობა ედება ბრალად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

დაკავება - Sputnik საქართველო
ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნილია

შემთხვევა ხუთშაბათს, ღამით მოხდა. ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი სოფლის ერთ-ერთ გზაზე აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი ცუდად გახდა მას შემდეგ, რაც თავის ვაჟთან იჩხუბა.

თუმცა, ტელეკომპანია ასევე ამტკიცებს, რომ მამაკაცი პოლიციელებმა სცემეს, როდესაც ადმინისტრაციული წესით მისი დაკავება სურდათ. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ შსს-ში და აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0