„ბოლომდე მოგყვებით“ - თბილისის ვიცე-მერმა მექრთამეები გააფრთხილა

© press-service of Tbilisi City Hallთბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ვიცე-მერმა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ყველა ჩინოვნიკი ვერ მიხვდა, რომ კორუფცია არავის ეპატიება

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კომენტარი გააკეთა ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციასთან დაკავშირებული ბოლო სისხლის სამართლის საქმეზე და ყველა გააფრთხილა კანონდარღვევით გამოწვეულ შედეგებზე.

სუსი: წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ ქრთამის სახით 250 ათასი ლარი აიღო >>

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პარასკევს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი 250 000 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. შაბათს მისთვის გაწეული დახმარების ბრალდებით ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
ვაკის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავეს

„მე წინასწარ ბრალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამას აქვს შესაბამისი სამართლებრივი პროცესი და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მინდა, ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუნიციპალიტეტში მუშაობს, მიიღოს გაფრთხილება, ვისაც კი ასეთი რამ გაუფიქრებია, ბოლომდე მოგყვებით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში, თბილისის მთავრობის პირველივე სხდომაზე მერმა კახა კალაძემ გააფრთხილა თანამშრომლები, რომ კორუფციაში ჩაბმა არ გაებედათ.

„ძალიან ცუდია, რომ ყველამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ჩვენ არ დავუშვებთ კორუფციას და ვიქნებით უმკაცრესები ამგვარი ფაქტების გამოვლენისას“, - განაცხადა ხმალაძემ.

ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მერის წარმომადგენელი დააკავეს >>

რაც შეეხება გამოძიებას, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. მან კი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

უწყების ცნობით, თეიმურაზ ჩოჩუამ გარანტიის სახით, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილი ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს გადაუფორმა, ამაში კი მას ჩოჩუა დაეხმარა, ამტკიცებს სუს-ი.

ყველა ახალი ამბავი
0