საქართველოს ციხეებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

გამოწერა
ვაქცინაცია შეეხება იმ ადამიანებსაც, ვისაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჩატარებული გეგმიური ვაქცინაციის ან მცირეწლოვან ასაკში წითელას შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დღეიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდებათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რატომ არის წითელა საშიში ვირუსი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან>>>

ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, კერძოდ, ბოლო სამ კვირაში წითელას ვირუსით დაავადების 357 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას შეიძლება წითელას ეპიდაფეთქება ეწოდოს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
აუცრელ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს, შესაძლოა, სტატუსი შეუჩერდეთ

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ სპეციალური განკარგულება 2019 წლის 18 იანვარს გამოსცა. განკარგულების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდება, მათ შორის, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოთავსებული პირებისა და მომუშავე პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.

ვაქცინაცია შეეხება იმ ადამიანებსაც, ვისაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჩატარებული გეგმიური ვაქცინაციის ან მცირეწლოვან ასაკში წითელას შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით.

ასევე, უწყების ცნობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ანტიშოკური საშუალებები და ბენეფიციარების პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები სათანადო სამედიცინო სერვისებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

პაციენტი - Sputnik საქართველო
აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა. აქამდე წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა.

წითელას აცრა, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0