აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აჭარაში წითელას ვირუსის რვა საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, კერძოდ, ბოლო სამ კვირაში წითელას ვირუსით დაავადების 357 შემთხვევა აღირიცხა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას შეიძლება წითელას ეპიდაფეთქება ეწოდოს.

წითელას ვირუსის ეპიდაფეთქების გამო გორში მედიკოსები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ>>>

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები კი ბინაზე.

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
„აცრა აუცილებელია": მერის მეუღლე მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს

გასულ წელს აჭარაში წითელას ვირუსის 322 შემთხვევა დაფიქსირდა.

წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა. აქამდე წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა.

წითელას აცრა, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0