თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე მიიჩნევს, რომ აცრების ჩატარება აუცილებელია.
არეშიძე არა მხოლოდ წარმატებული დიზაინერია, არამედ ოთხი ვაჟის დედაა. უმცროსი ერთი წლისაც არაა. ანუკიმ Instagram-ში უმცროსი ვაჟის ნიკოლასის ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოზე აღბეჭდილი პატარას ფეხებზე დაკრული პლასტირებიდან ჩანს, რომ მას ვაქცინაცია ჩაუტარდა. არეშიძემ ფოტოს წააწერა „აცრები სავალდებულოა".
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ამ ზამთარში გრიპის ვირუსის გართულებების გამო 17 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად სამედიცინო დაწესებულებში გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვის მაჩვენებელი შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 253 ადამიანს შეადგენს.
რა უდევს ჩანთაში თბილისის მერის ცოლს? ანუკი არეშიძემ ინტერვიუ მისცა Vogue Russia-ს>>
საქართველოში ასევე ძალიან გავრცელდა წითელა – 1 იანვრიდან ამ დაავადების 335 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წელს წითელაზე აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა.