რატომ არის წითელა საშიში ვირუსი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან

CC BY-SA 2.0 / Petras Gagilas / chickenpoxდაავადებული ბავშვი
დაავადებული ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუ გამოტოვებთ აცრებს, ამით პატარებს მძიმე დაავადებებისგან დაიცავთ!

ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, კერძოდ, ბოლო სამ კვირაში წითელას ვირუსით დაავადების 357 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას შეიძლება წითელას ეპიდაფეთქება ეწოდოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული. რა უნდა ვუცოდეთ წითელას შესახებ და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას, ამის შესახებ „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

© FB / Pikis Saatiთამარ ობგაიძე
რატომ არის წითელა საშიში ვირუსი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან - Sputnik საქართველო
თამარ ობგაიძე

– იცით, რომ წითელა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ხუთ უხშირეს მიზეზთაგან ერთ-ერთია? ინფექციას ვირუსი იწვევს, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი ინკუბაციური პერიოდი 10-14 დღეა და თუ კონტაქტში მოხვდით, გადადების 100%-იანი შანსი გაქვთ. დაავადება მაშინვე გამონაყარით არ იწყება. თავდაპირველად შეიმჩნევა გამონადენი ცხვირიდან, ხველა, გამოვლინდება ცხელება, რაც, შესაძლოა, სასუნთქი გზების ინფექცია გეგონოთ. 3-4 დღეში ამ მოვლენებს ლაქოვანი გამონაყარი ერთვის, რაც კისრის უკანა ზედაპირიდან იწყება და ვრცელდება სახის, სხეულის, კიდურების მიმართულებით. გამონაყარს თან ახლავს კონიუნქტივიტის მოვლენები – თვალების სიწითლე, ცრემლდენა. მესამე დღიდან გამონაყარი უკუგანვითარებას იწყებს იმავე მიმართულებით.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
აუცრელ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს, შესაძლოა, სტატუსი შეუჩერდეთ

– რატომაა წითელა ასე საშიში?

– იმიტომ, რომ მას სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს – პნევმონია (ფილტვის ანთება), ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (ენცეფალიტი, მენინგიტი), თვალის დაზიანება. დაავადების გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი ვითარდება, ანუ ეს დაავადება ადამიანს მეორედ აღარ ემართება.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
წითელას ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

– როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს მძიმე დაავადება?

– საბედნიეროდ, წითელა იმუნიზაციით მართვადი ინფექციაა. მისი საწინააღმდეგო აცრები ერთიდან ხუთ წლამდე ასაკში ტარდება. ნუ გამოტოვებთ აცრებს! ამით პატარებს მძიმე დაავადებებისგან დაიცავთ!

შეგახსენებთ, რომ წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა. აქამდე წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0