წითელას ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქამდე ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა, ამას ეწოდება წითელას ეპიდაფეთქება, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წითელას თემაზე გამართულ ბრიფინგზე.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველოში წითელას სერიოზული ეპიდაფეთქება გვაქვს

სერგეენკოს განცხადებით, 1 იანვრიდან წითელას უკვე 335 შემთხვევაა დაფიქსირებული. მინისტრმა იმ ადამიანებს, ვისაც წითელას აცრა არ ჩაუტარებია, მოუწოდა, სასწრაფოდ გაიკეთონ ვაქცინაცია.

„ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-დან 40 წლამდე ადამიანებში, მათ, რომლებსაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინათ გეგმური ვაქცინაცია, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო ეს მეტწილად არ ხერხდებოდა. 2008 წლის მდგომარეობით, ეს იყო 1 მლნ ადამიანი", – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, დღევანდელი საღამოდან წითელაზე ვაქცინაცია უფასო გახდება ყველასთვის. შესაბამისი განკარგულება კი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.

„დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი არის წითელას იმუნიტეტის გარეშე. უმეტესად ესენი არიან საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებშიც ეს დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს… ყველას მოვუწოდებ ვაქცინაციის ახლა ჩატარებას. სხვა შემთხვევაში რისკები იქნება ძალიან მაღალი", – აცხადებს სერგეენკო.

აქამდე ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
WHO: ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოში წითელა ყველაზე მეტადაა გავრცელებული

მთავრობის სხდომაზე წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე იმსჯელებენ და არ არის გამორიცხული, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0