საქართველოს პრემიერი ალიევს დავოსში შეხვდა

© Government of Georgia / FB საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და აზერბაიჯანი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე შეთანხმდნენ

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და სავაჭრო კავშირების გაღრმავება - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო ბრუნვა: საქართველომ ყველა მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა >>

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 1987 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის ლიდერებს აერთიანებს.

ნარიყალა და წმინდა  ნიკოლოზის ეკლესია - Sputnik საქართველო
ყველაზე ხშირად საქართველოში ტურისტები აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ჩამოდიან

ბახტაძემ და ალიევმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის პერსპექტივასა და ბიზნესმენებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე გაამახვილეს. მათ ასევე ისაუბრეს გაზსადენ TANAP-ის პროექტის შესახებ, ასევე განიხილებოდა ქვეყნების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი და ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის კუთხით არსებული პოტენციალი.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კუთხით. დღეისათვის აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს 1,1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,7%-ს შეადგენს.

ქვეყნები ასევე რამდენიმე საერთაშორისო პროექტს ახორციელებენ, მათ შორის არის ენერგეტიკული პროექტები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი, რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი.

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო თანამშრომლობას აფართოებენ >>

კიდევ ერთი გლობალური პროექტია სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც 3,5 ათასი კილომეტრის სიგრძის მილსადენის ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ექვსი ქვეყნის ტერიტორიას გაივლის. საჭირო ინვესტიციების საერთო მოცულობა 40 მილიონ დოლარად ფასდება.

აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მოწოდება განხორციელდება: აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით არსებული სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების გზით; საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) მშენებლობის გზით და საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიაზე ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) გაყვანის გზით.

ყველა ახალი ამბავი
0