იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის დიაგნოზი ცნობილია

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება კლინიკაში
რეანიმაციის განყოფილება კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაშვილის კლინიკაში 6 წლის ბავშვი ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზით გარდაიცვალა

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ექვსი წლის საბა კიწმარიშვილი იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იშვიათი დაავადებისგან გარდაიცვალა, ნათქვამია კლინიკის პრესსამსახურის განცხადებაში.

იაშვილის კლინიკის მთავარმა ექიმმა გრიპთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა >>

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბავშვის სიკვდილის მიზეზი ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი გახდა, რომელიც მიეკუთვნება რთულად სადიაგნოსტიკო, იშვიათ გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს. მისი სიხშირე განსხვავდება გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და აშშ-ში შეადგენს 1 შემთხვევას 1 მილიონ ბავშვზე.

„გარდაცვალების მიზეზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი და ამ ფონზე განვითარებული მძიმე, პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები სისხლის შემადედებელ სისტემაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აპარატურა ჰაერში ტყვიის შემცველობის გასაზომად - Sputnik საქართველო
ტყვია თბილისის ჰაერში - გამოქვეყნდა ახალი მონაცემები

მედიის მონაცემებით, ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

პაციენტთან კლინიკაში შემოსვლის დღიდანვე ტარდებოდა აგრესიული, კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სისხლის და სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია, სხვადასხვა სახის დამხმარე თერაპია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0