ტყვია თბილისის ჰაერში - გამოქვეყნდა ახალი მონაცემები

© photo: National Environmental Agency / FBაპარატურა ჰაერში ტყვიის შემცველობის გასაზომად
აპარატურა ჰაერში ტყვიის შემცველობის გასაზომად - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები თბილისის ჰაერში ტყვიის შემცველობის დონეს ადგენენ

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. თბილისის ოთხ ლოკაციაზე ჰაერში ტყვიის შემცველობა დადგენილ ნორმას არ აღემატება - ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

საიდან გაჩნდა სუნელებში ტყვია >>

სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებენ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებს.

გასულ კვირაში სპეციალისტებმა აიღეს ნიმუშები ოთხ ადგილას: ბათუმის შესახვევი N6 - ბაგა-ბაღი N90, ვაჟა-ფშაველას გამზ. N49 – N199 საჯარო სკოლასთან, ვაჟა-ფშაველას გამზ. N49 - N83 საბავშვო ბაღი „ჭიამაია“-სთან და აგლაძის ქუჩაზე.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე კვლევა გახანგრძლივდა

რაც შეეხება სხვა მავნე ნივთიერებებს, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მომატებულია აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციები. ამ მავნე ნივთიერებების მომატება 18-23 დეკემბერს დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე, ვარკეთილში, ვაშლიჯვარსა და ყაზბეგის გამზირზე. ბათუმში - აბუსერიძის ქუჩაზე.

ბავშვების ტყვიით მოწამვლა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება. ტყვიას ისუნთქავენ, რადგან ის ჰაერშია უმცირესი ნაწილაკების სახით, რომელსაც გამოყოფს ავტომობილი გამონაბოლქვთან ერთად, ან ორთქლდება ტყვიის საფუძველზე დამზადებული საღებავიდან და ა. შ.

ტყვია თუ ადამიანის ორგანიზმშია, მისი პოვნა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში.

ყველა ახალი ამბავი
0