კალაძე: პირადად მე მადანაშაულებენ მომხდარ ტრაგედიაში

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერის განმარტებით, კორპუსი, რომელშიც 16 იანვარს აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში უახლოეს დღეებში უნდა შესულიყო.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ, განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.

საცხოვრებელი კორპუსი დიღომში, რომელშიც აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: გაზი, წყალი და ელექტრომომარაგება კორპუსის ექსპლუატაციასთან კავშირში არ არის

კახა კალაძე ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. მერის თქმით, სიუჟეტში დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს, კონკრეტულად კი ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი კორუფციულ სქემას მიაბეს.

დიდ დიღომში აფეთქება 16 იანვარს, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი.

კახა კალაძის განმარტებით, შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება ექსპლუატაციაში მიღებას არ უკავშირდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან", – განაცხადა თბილისის მერმა.

ბრიფინგზე კალაძემ ისაუბრა კანონზე („არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"), რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას განსაზღვრავს. მერის განმარტებით, 2009 წელს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს მიიღეს ის საკანონმდებლო ცვლილებებები, რაც დღეს პრობლემებს ქმნის.

კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
აფეთქება დიდ დიღომში – დაკავებულია ორი ადამიანი

„ამ კანონში 2006 წელს იყო მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა ობიექტის ფუნქციონირებას ექსპლუატაციაში მიუღებლად. იყო მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული, შეუძლებელი იყო იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოდის და რაღაც ცრუ ბრალდებებით ცდილობს პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და ზუსტად ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონიდან", – აღნიშნა კალაძემ.

მერის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

„ეს არის რეალური პრობლემა, რადგან გვყავს ათიათასობით ოჯახი, ათასობით შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და იქ ჩვეულებრივად წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები", – აღნიშნა კალაძემ.

რას შეეხება კორპუსს, რომელშიც 16 იანვარს აფეთქება მოხდა, მერის განცხადებით, ის ექსპლუატაციაში უახლოეს დღეებში უნდა შესულიყო.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე და 220-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0