ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს შენობის გაყიდვის შესახებ განცხადება ჭიშკარზე გააკრეს

© photo: Sputnikმიხაილოვის საავადმყოფოს ისტორიული შენობა
მიხაილოვის საავადმყოფოს ისტორიული შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს შენობისა და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვის აუქციონი ჩაიშალა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სახელმწიფომ ვერ გაყიდა თბილისის უძველესი კლინიკის - მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორია მე-19 საუკუნის შენობების კომპლექსთან ერთად - აუქციონი ჩაიშალა.

აუქციონზე იყიდება შენობა, სადაც გადმოცემით ნიკო ფიროსმანი გარდაიცვალა >>

თბილისის ცენტრალურ უბანში 20 633 კვ მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა–ნაგებობები სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში იყიდება. გასაყიდი ლოტის საწყისი ფასი 35000000 ლარს შეადგენდა, თუმცა დაინტერესებული პირი არ გამოჩნდა - შესაძლოა, პოტენციური მყიდველები შეაშინა პირობამ, რომლის თანახმად მყიდველმა ისტორიული შენობის რესტავრაციაზე და მის სასტუმროდ რეკონსტრუქციაზე თითქმის 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ასევე მან ყველა არქიტექტურულ საკითხში უნდა გაიაროს კონსულტაცია მერიასა და კულტურის სამინისტროსთან.

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeმიხაილოვის საავადმყოფო
ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს შენობის გაყიდვის შესახებ განცხადება ჭიშკარზე გააკრეს - Sputnik საქართველო
მიხაილოვის საავადმყოფო

სავარაუდოდ, სახელმწიფო გადახედავს პირობებს და ამ უძრავ ქონებას კვლავ გაიტანს აუქციონზე. ჯერჯერობით კი ჭიშკარზე გამოკრულია წარწერა „იყიდება“.

ტენდერის გამარჯვებულს ამ ტერიტორიაზე 200-ნომრიანი სასტუმრო ან მრავალფუნქციური კომპლექსი 100-ნომრიანი სასტუმროთი უნდა გაეხსნა და პროექტში არანაკლებ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

ამასთან ერთად, პროექტი უნდა იყოს შეთანხმებული თბილისის მერიასთან და კულტურის სამინისტროსთან, რადგან საავადმყოფოს კომპლექსი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის რადიკალურად შეცვლა ან გადაკეთება დაუშვებელია. აუქციონის გამარჯვებულმა კულტურის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულება უნდა იკისროს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ბედნიერი ვარ“ – ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაათვალიერა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ სასტუმროს ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ახორციელებს. პროექტი სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სთავაზობს ინვესტორებს სახელმწიფო ქონებას -  ქვეყნის ტურისტულად აქტიურ რეგიონში მდებარე მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებით.

მიხაილოვის საავადმყოფო - ქალაქის პირველი საავადმყოფოა, რომელიც თბილისში XIX საუკუნეში გაჩნდა, რაც კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური ხელშეწყობით მოხდა.

კავკასიაში პირველი სამედიცინო დაწესებულება გერმანული წარმოშობის ცნობილმა არქიტექტორმა ზალცმანმა ააგო. მიხაილოვის გამზირზე მდებარე საავადმყოფოს მშენებლობა 1865 წელს დასრულდა. ოფიციალურად საავადმყოფო 1868 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა. ხოლო მიხაილოვის სახელწოდება 1882 წელს მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0