აუქციონზე იყიდება შენობა, სადაც გადმოცემით ნიკო ფიროსმანი გარდაიცვალა

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeმიხაილოვის საავადმყოფო
მიხაილოვის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს შენობაში სასტუმრო უნდა განთავსდეს

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილი შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე იყიდება, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

სახელმწოფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ობიექტს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

ხანძარი ისტორიულ შენობაში აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
როგორ იწვოდა ისტორიული შენობა თბილისის ცენტრში

აუქციონზე გასაყიდი შენობა–ნაგებობები მე–19 საუკუნის შუა პერიოდს მიეკუთვნება. 1868 წელს იქ გაიხსნა პირველი საავადმყოფო თბილისში. გადმოცემის თანახმად, სწორედ „მიხაილოვის “ საავადმყოფოში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანი.

მიხაილოვის საავადმყოფომ აღმაშენებლის გამზირზე 2000 წლამდე ფუნქციონირებდა.

თბილისის ცენტრალურ უბანში 20 633 კვ მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა–ნაგებობები სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში იყიდება. გასაყიდი ლოტის საწყისი ფასი 35000000 ლარია.

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

 

ყველა ახალი ამბავი
0