დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ აღიარეს, მაგრამ ის მაინც პატიმრობაში რჩება

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად გამამართლებელი განაჩენისა, ყოფილი გუბერნატორი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კვლავ პატიმრობაში რჩება.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მთლიანად გაამართლა ქვემო ქართლის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე, რომელსაც ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება ედებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

კირკიტაძეს ბრალი 2015 წლის იანვარში წარუდგინეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ კირკიტაძის მითითებით 2011-2012 წლებში ქვემო ქართლის რეგიონის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკა ქალაქ რუსთავში ავტობაზრობის მშენებლობისას უანგაროდ გამოიყენეს გუბერნატორის ძმის ირაკლი კირკიტაძის კომპანიებმა, ასევე ჩინოვნიკმა გიორგი უდესიანმა. შედეგად, სახელმწიფოს 248 400 ლარის ზარალი მიადგა.

თელავში საპროტესტო აქციის დროს დეპუტატის ავტომობილის დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავეს>>

იმავე 2015 წლის თებერვალში კირკიტაძეს თბილისის სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

„დიახ, სასამართლომ გაამართლა ის (კირკიტაძე). გამამართლებელი განაჩენის პარალელურად სასამართლომ გააბათილა აღკვეთის ზომა. ეს ნიშნავს, რომ ფული, რომელიც ბრალდებულმა გირაოს სახით გადაიხადა, მას უკან უნდა დაუბრუნდეს", - განაცხადა თბილისის სასამართლოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

კირკიტაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმეა აღძრული, რომლის ფარგლებში ის გამოძიების პერიოდში პატიმრობაში იმყოფება. ყოფილი გუბერნატორი 2018 წლის 17 დეკემბერს დააკავეს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს მოწყობილ არეულობებთან დაკავშირებით.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიების მონაცემებით, კირკიტაძე 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს პოლიციის ავტობუსში ფანჯრიდან გადაძრომას ცდილობდა და იქ მყოფ პოლიციელს დაარტყა.

კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 დეკემბერს შეუფარდა. ყოფილი გუბერნატორი თავის დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კირკიტაძეს გუბერნატორის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2008-2013 წლებში ეკავა.

ყველა ახალი ამბავი
0