თელავში საპროტესტო აქციის დროს დეპუტატის ავტომობილის დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავეს

© Pixabay / 4711018ხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თელავში საპროტესტო აქციის დროს დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილზე თავდასხმისთვის ერთი პირია დაკავებული, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა>>>

სამართალდამცველებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურებრივი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე,  1967 წელს დაბადებული ზ.ბ.  თბილისში დააკავეს. 

16 დეკემბერს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ.  

დაკავება - Sputnik საქართველო
ველისციხესთან პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის ქალბატონი დააკავეს

ამასთან, თელავში აქციის მონაწილეებმა დეპუტატების ავტომობილს გზა გადაუკეტეს.

სამთავრობო ავტომობილი, რომელშიც პარლამენტის ოთხი დეპუტატი, სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ნინო წილოსანი და ნინო გოგუაძე ისხდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თელავის თეატრისკენ არ გაატარეს. აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილის საქარე მინა დააზიანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თანამშრომლებმა 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან მომხდარი არეულობის საქმეზე სულ ოთხი ადამიანი, მათ შორის, „ნაცმოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი დავი კირკიტაძე  დააკავეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობისა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებითაა აღძრული.

 

ყველა ახალი ამბავი
0