როტერდამის კინოფესტივალზე  ორი ქართული ფილმი იქნება წარდგენილი

© Pixabay / PublicDomainPicturesრეტრო კინოკამერა
რეტრო კინოკამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.

თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. ნინო ჟვანიას სადებიუტო ნამუშევარს „აღლუმი“ და მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს „მოსავალი“ წელს როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ნინო ჟვანიას სადებიუტო ნამუშევრის „აღლუმი“ ევროპული პრემიერა სექციაში Totally Bright Future გაიმართება.

სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
ქართველი ოპერატორი აშშ-ში პრესტიჟულ პრემიაზეა ნომინირებული

ფილმი ბავშვობის 3 მეგობრის შემთხვევითი შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი ციხიდან ახლადგამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, მესამე მათგანი კი ავანტურისტი მექალთანე მსახიობია. ფილმის პროდიუსერები არიან ნიკოლოზ აბრამიშვილი და რუსუდან გლურჯიძე, მთავარ როლებს კი გუგა კოტეტიშვილი, გოგა პიპინაშვილი და არჩილ ქიქოძე ასრულებენ. „აღლუმის“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე თვის წინ გაიმართა, მოგვიანებით კი „აღლუმი” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში “ქართული პანორამა” საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „მოსავალი“ მსოფლიო პრემიერა ასევე როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის ჩვენებები 27, 28 და 31 იანვარს სექციაში Say No More გაიმართება, პრემიერამდე 1 დღით ადრე კი „მოსავალს“ მედიის წარმომადგენლები ნახავენ.

კინოფირები „ქართულ ფილმზე“ - Sputnik საქართველო
რეჟისორმა ბაბლუანმა სტუდია „ქართულ ფილმს“ თავისი ფილმები აჩუქა

„მოსავალი“ ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერია ნათია გულიაშვილი. მოვლენები კახეთში ვითარდება. ამ აგრიკულტურულად მდიდარი მიწის მაცხოვრებლები ვირტუალური მოსავლის მოპოვების ციებ-ცხელებით არიან შეპყრობილი. „მოსავალი” ჩუმი დაკვირვებაა ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში.

ორივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.

როტერდამის კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია და აქცენტს ახალი ტალანტების აღმოჩენაზე აკეთებს. წელს როტერდამის კინოფესტივალი 23 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0