ქართველი ოპერატორი აშშ-ში პრესტიჟულ პრემიაზეა ნომინირებული

© photo: Sputnikსატელევიზიო კამერა
სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ორი წლის წინ სხვა ქართული ფილმის ოპერატორმა American Society of Cinematographers-ის ჯილდო მოიპოვა

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ფილმისთვის „ნამე“ ნომინირებულია ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ყოველწლიურ პრემიაზე, რომელიც კინოს სფეროში შეტანილი წვლილისთვის უკვე 33-ჯერ გადაეცემა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება  (American Society of Cinematographers, ASC) — პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც 1919 წელს ორგანიზაციების Cinema Camera Club-ის და Static Club of America-ს შერწყმის შედეგად შეიქმნა. ეს კინოოპერატორების უძველესი და ყველაზე საპატიო საზოგადოებაა. მისი წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ კინოოპერატორი ან სპეცეფექტების ექსპერტი, რომელიც მოქმედი წევრების მიერ იქნება მიწვეული.


შველიძის ნამუშევარი წარმოდგენილია ნომინაციაში სახელწოდებით Spotlight Award. ამჯერად მისი კონკურენტები იქნებიან ისეთი ფილმების ოპერატორები, როგორიცაა „გოგონა“ (ფრანკ ვან დენ იდენი) და „მხედარი“ (ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი).

ნომინანტებს შორის არის ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა „ვარსკვლავის დაბადება“, „რომა“, „იელოუსტოუნი“, „ცივი ომი“ და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ფილმის ოპერატორი ამ მნიშვნელოვან პრემიაზეა წარდგენილი. 2017 წელს ამავე ნომინაციაში პრემია გადაეცა ცნობილ ესპანელ ოპერატორ გორკა გომეს ანდრეს (Gorka Gomez Andreu) რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის „სხვისი სახლი“.

ფილმი „ნამე" — ეს არის ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს. „ნამე" არის საქართველოს, ლატვიისა და საფრანგეთის კოპროდუქცია.

ყველა ახალი ამბავი
0