რეჟისორმა ბაბლუანმა სტუდია „ქართულ ფილმს“ თავისი ფილმები აჩუქა

© photo: Revaz Makhatadze / FB კინოფირები „ქართულ ფილმზე“
კინოფირები „ქართულ ფილმზე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოსტუდია „ქართული ფილმმა“ საჩუქრად მიიღო ფილმები „ბეღურების გადაფრენა“, „ძმა“, „უძინართა მზე“ და „13“

თბილისი, 30 დეკემბერი  - Sputnik. ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა, სცენარისტმა და კომპოზიტორმა თეიმურაზ ბაბლუანმა კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ პირადი არქივიდან საჩუქრად კინოფილმები გადასცა.

„დღეს კინორეჟისორმა თემურ ბაბლუანმა კინოსტუდია "ქართული ფილმის" საცავს გადასცა კინოფილმები და კინო მასალები. ფილმები: „ბეღურების გადაფრენა", „ძმა", „უძინართა მზე", „13", - დაწერა დოკუმენტური სტუდია „მემატიანეს“ ხელმძღვანელმა რევაზ მახარაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გელა ბაბლუანის ფილმი „ფული - Sputnik საქართველო
გელა ბაბლუანის ფილმმა ბელგიაში ფესტივალზე გრან-პრი მიიღო

თემურ ბაბლუანი დაიბადა ლენტეხის რაიონის სოფელ ჩოლურში. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (1979), თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო. იყო სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი სტუდიაში „ადამი და ევა“.

ფილმმა „უძინართა მზე“ ბაბლუანს მოუტანა ისეთი ჯილდოები, როგორიცაა ბერლინის 43-ე საერთაშორისო ფესტივალ „ვერცხლის დათვის“ პრიზი, პრემია „ნიკას“ ორი ჯილდო - სცენარისა და მამაკაცის როლისთვის, ასევე „კინოტავრი-92“-ზე კონკურსის „კინო ყველასათვის“ მთავარი პრიზი.

ბაბლუანის ფილმი „ძმა“ 1982 წელს საკავშირო კინოფესტივალზე ტალინში სარეჟისორო დებიუტისთვის პრიზისა და დიპლომის მფლობელი გახდა.

თემურ ბაბლუანის ვაჟი - გელა - ახალგაზრდა რეჟისორია, იღებს ფილმებს საფრანგეთში.

ყველა ახალი ამბავი
0