გელა ბაბლუანის ფილმმა ბელგიაში ფესტივალზე გრან-პრი მიიღო

© FB / Sofia Babluaniგელა ბაბლუანის ფილმი „ფული"
გელა ბაბლუანის ფილმი „ფული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა რეჟისორმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი", ხოლო მისმა ფილმმა გრან-პრი მოიპოვა.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორის გელა ბაბლუანის ახალი ფილმი „ფული" ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ფესტივალი ბელგიაში ნოემბერში ჩატარდა.

ფილმმა ფესტივალის გრან-პრი მიიღო, ხოლო თავად გელა ბაბლუანმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი".

ფილმ „ფულის" ფრანგული პრემიერა 2017 წლის ოქტომბერში გაიმართა. კინოსურათი მოგვითხრობს სამი მძარცველის ისტორიას, რომელთა ცხოვრებაც ერთ-ერთი წარუმატებელი ძარცვის შემდეგ კარდინალურად იცვლება.

სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
წარმატება კანში: ქართული ფილმი „დედე“ პრიზიორი გახდა

ბაბლუანი არის ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორიც. პროდიუსერები არიან იუბერ კაილარი და დომინიკ ბუტონა კომპანია Elektric Films-დან, ასევე ბაბლუანის მიერ პარიზში შექმნილი კომპანია Le Films de la Strada. კოპროდიუსერები — Jerico და Orange Studio.

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა საფრანგეთის ისტორიულ ოლქ ნორმანდიასა და აშშ-ის მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში.

გელა ბაბლუანი კინორეჟისორ თემურ ბაბლუანის ვაჟი და მსახიობ გიორგი ბაბლუანის ძმაა. ის საფრანგეთში 17 წლისა წავიდა. მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა ფილმმა „ცამეტი".

 

ყველა ახალი ამბავი
0