წარმატება კანში: ქართული ფილმი „დედე“ პრიზიორი გახდა

© photo: Sputnikსატელევიზიო კამერა
სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორის ფილმი სვან გოგონაზე, რომელიც საკუთარი სიყვარულისთვის იბრძვის, კანში შეაფასეს

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“, რომელიც სვანი გოგონას სიყვარულზეა, საერთაშორისო კინოარენაზე წარმატებებს აღწევს – ამჯერად იგი კანში 30–ე კინემატოგრაფისტების საიუბილეო შეხვედრაზე პრიზიორი გახდა. 

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ხაჭვანის ფილმმა ჟიურის გრან–პრი მიიღო. ღონისძიება 20–26 ნოემბრის პერიოდში კანში გაიმართა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის Facebook–გვერდზე. 

ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე - Sputnik საქართველო
ანა ურუშაძის „საშიში დედა“: ქართული კინოს მორიგი წარმატება

სხვა ნომინანტებს შორის ისეთი ფილმები იყო, როგორიცაა ლიბანელი რეჟისორის ზიად დუერის ფილმი „შეურაცხყოფა“, ფრანგი ქსავიე ლეგრანის „მეურვეობა“, პალესტინელი რეჟისორის ანამარი იასირის „ვალდებულებები“ და ა.შ.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი კაროლინ დერუა, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ბობ სვემი, მსახიობი ლუ–დენის ელინი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბერნარ დე ვილარდიერი და კომიქსების ავტორი ოლივიერ გრენსონი.

კინოფილმი  „დედე" სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი სიყვარულისთვის იბრძვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღება სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. მსახიობთა უმრავლესობა სვანები არიან და ფილმში უმეტესად სვანური საუბარი ისმის. 

თავად რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოფელ უშგულში დაიბადა. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2012 წელს მისი კინოსცენარი "დედე" ქართული ლიტერატურული პრემია „გალას" პრიზიორი გახდა. 

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კარლოვი ვარის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
ქართული კინოს მორიგი წარმატება: ფილმმა „დედე“ ორი პრიზი აიღო

აღსანიშნავია, რომ ფილმი „დედე“კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. ხაჭვანის სურათმა, რომელიც მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West–ი,  ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.

2017 წლის ოქტომბერში ფილმაა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე“ საუკეთესო რეჟისორურისთვის „ვერცხლის ანგელოზით“ დაჯილდოვდა,  ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს Cinemed –ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ნოემბერში „დედე“ გამარჯვებული გახდა საერთაშორისო კინოპრემია Asia Pacific Screen Awards–ის (APSA), რომელსაც „აზიურ ოსკარს“ უწოდებენ. ფილმმა პრიზი მოიპოვა ნომინაციაში „კულტურული მრავალსახეობა“ – ეს სპეციალური პრიზია და იუნესკოს პატრონაჟით ჯილდოვდება. გარდა ამისა, იგი დაჯილდოვდა ფულადი პრემიით მომავალ კინოსცენარზე სამუშაოდ.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0