ანა ურუშაძის „საშიში დედა“: ქართული კინოს მორიგი წარმატება

© FB / GNFC - Georgian National Film Centerქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე
ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმმა ესპანეთში კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ოპერატორისა და ახალგაზრდა ჟიურის ჯილდო მოიპოვა

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმმა „საშიში დედა“ ესპანეთში ხიხონის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) ფესტივალის ვებგვერდზე დაყრდნობით.

ანა ურუშაძის ფილმმა პრიზები შემდეგ ნომინაციებში მოიპოვა: საუკეთესო რეჟისორი — ანა ურუშაძე; საუკეთესო ოპერატორი – კონსტანტინე (მინდია) ესაძე; საუკეთესო ფილმი — ახალგაზრდა ჟიურის ჯილდო.

ხიხონის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალის შედეგები შაბათს გახდა ცნობილი.

ქართველი კინემატოგრაფისტები Asia Pacific Screen Awards-ზე - Sputnik საქართველო
საქართველომ ავსტრალიიდან კინოპრემიის ოთხი ჯილდო ჩამოიტანა

რამდენიმე დღის წინ ფილმმა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოპრემია Asia Pacific Screen Awards-ზე (APSA), რომელსაც „აზიურ ოსკარს" უწოდებენ, ორი ჯილდო დაიმსახურა: ჟიურის გრან-პრი და საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო, რომელიც ნატა მურვანიძეს ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის გადაეცა. სექტემბერში კი ანა ურუშაძის „საშიში დედა" ეგვიპტეში El Gouna-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმი „საშიში დედა" ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმია.

დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლის მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის ვნებიან გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც.

ფილმი ეხება სტერეოტიპების, მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას.

საშიში დედა - Sputnik საქართველო
ქართული კინო „აზიურ ოსკარზეა“ ნომინირებული

ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა" ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის" მოსაპოვებლად ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" გაიგზავნება.

ფილმმა ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა, რომელშიც მონაწილეობდა ოთხი ფილმი: „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი), „მძევლები" (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი), „საშიში დედა" (რეჟისორი ანა ურუშაძე), „ლუკა" (რეჟისორი გიორგი ბარაბაძე).

„ოსკარის" რიგით 90-ე ცერემონია 2018 წლის 4 მარტს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0