საქართველომ ავსტრალიიდან კინოპრემიის ოთხი ჯილდო ჩამოიტანა

© FB / Asia Pacific Screen Awardsქართველი კინემატოგრაფისტები Asia Pacific Screen Awards-ზე
ქართველი კინემატოგრაფისტები Asia Pacific Screen Awards-ზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯილდოთა შორისაა პრიზი ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება"

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა კინემატოგრაფისტებმა პრესტიჟული საერთაშორისო კინოპრემია Asia Pacific Screen Awards-იდან (APSA), რომელსაც „აზიურ ოსკარს" უწოდებენ, ოთხი ჯილდო ჩამოიტანეს.

კინოპრემია Asia Pacific Screen Awards კინოპროდიუსერების საერთაშორისო ასოციაციისა და იუნესკოს მხარდაჭერით ავსტრალიის ხელისუფლების ინიციატივით 2007 წელს შეიქმნა. პრემიის ამოცანას წარმოადგენს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთქმედების ხელშეწყობა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ინტერესების მხარდაჭერა.

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კარლოვი ვარის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
ქართული კინოს მორიგი წარმატება: ფილმმა „დედე“ ორი პრიზი აიღო

საქართველოდან ჯილდოს მიღების პრეტენდენტი იყო ორი ქართული ფილმი— ანა ურუშაძის „საშიში დედა", რომელიც ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარზე" დასახელებულია საქართველოდან ნომინაციაში „საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი" და მარიამ ხაჭვანის დრამა „დედე".

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში იუწყებიან, ქართულმა კინომ APSA-ს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე 4 ჯილდო მოიპოვა: ჟიურის გრან-პრი — ანა ურუშაძის „საშიში დედა"; საუკეთესო მსახიობი ქალი — ნატა მურვანიძე (ფილმში „საშიში დედა" შესრულებული მთავარი როლისთვის); იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო" — მარიამ ხაჭვანის „დედე"; MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი ფილმის მომავალი პროექტის „ნენე" განვითარებითვის — ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions;

Asia Pacific Screen Awards-ის ნომინანტების შორტ-ლისტში 21 ქვეყნის 42 ფილმი იყო წარდგენილი.

დაჯილდოების ცერემონია 2017 წლის 23 ნოემბერს ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბანში გაიმართა.

 

ყველა ახალი ამბავი
0