ამხილეს თუ არა „თიბისი ბანკის" ხელმძღვანელი ფულის გათეთრებაში – ბანკი სიცრუეზე საუბრობს

გამოწერა
საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა – „თიბისი ბანკმა" მასმედიაში გავრცელებული ბრალდებების შემდეგ განცხადება გაავრცელა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკის – "თიბისის" საქმე, რომელსაც ქვეყნის პროკურატურა იძიებს, შესაძლოა, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის მხრიდან ფულის გათეთრებას უკავშირდებოდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi მედიაჰოლდინგ kvira.ge-ზე დაყრდნობით.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ „თიბისი ბანკის" დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. პროკურატურაში ამ ეტაპზე საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ბანკი ქვეყანაში მიმდინარე მრავალ დიდ პროექტში მონაწილეობს.

მასმედიის მონაცემებით, საუბარი, შესაძლოა, მიდიოდეს 2008 წელს დიდი ოდენობით „ფულის გათეთრებაზე", რაშიც მონაწილეობდნენ ხაზარაძე და ბანკის კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დანაშაულის სქემა, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში გახსნა.

კერძოდ, 2008 წლის გაზაფხულზე „თიბისი ბანკმა" ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ერთ დღეში 1,6 მილიონი დოლარის დაუსაბუთებელი კრედიტი გასცა კომპანიებზე „სამგორი М" და „სამგორი ტრეიდი", რომლებიც ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ეკუთვნის. იმავე დღეს ამ კომპანიებმა მიღებული თანხა გადასცეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, როგორც კერძო პირებს. ამ კომპანიებს ამ კრედიტის მომსახურება ერთი დღითაც არ გაუწევიათ, ხოლო დეკემბერში ბანკმა ეს ვალი ჩამოწერა.

 TBC ბანკის მთავარი შენობა - Sputnik საქართველო
გენერალური პროკურატურა თიბისი ბანკით დაინტერესდა - ამოღებულია დოკუმენტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა 1,6 მილიონი დოლარი ჩამოწერა, კომპანიებს ფინანსური ვალდებულებები ფორმალურად მაინც შეუნარჩუნდათ, აცხადებენ მასმედიაში.

2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა, წერეთელმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ ხაზარაძეს მისი კომპანია ბანკის მიმართ ამ ფინანსური პასუხისმგებლობისგან გაეთავისუფლებინა. ამის საპასუხოდ ხაზარაძემ, სავარაუდოდ, ახალი სქემა მოიგონა: მან თავისი მოადგილე პაატა ღაზაძე აიძულა, ვირჯინიის კუნძულებზე დაეფუძნებინა ოფშორული კომპანია Martello Group, რომელმაც „თიბისი ბანკის" დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თანხმობით გადაიბარა წერეთლის კომპანიების, ასევე ხაზარაძისა და ჯაფარიძის ვალდებულებები „თიბისი ბანკის" მიმართ.

ვალდებულებების გადაბარების შესახებ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები „თიბისი ბანკს", წერეთლის კომპანიებსა და მამუკა ხაზარაძეს შორის 2012 წლის 29 სექტემბრით არის დათარიღებული.

kvira.ge-ს მონაცემებით, მიღება-ჩაბარების ეს აქტები გაყალბებულია და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის შედგენილი ძველი რიცხვით. მასმედიაში ამტკიცებენ, რომ ხაზარაძე არჩევნების შედეგებს დაელოდა და მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობა" დამარცხდა, დანაშაულის კვალის დაფარვას შეუდგა.

ბანკებისა და მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება და მსესხებელთა რისკები>>

ამ სიჩქარეში მას მხედველობიდან გამორჩა ის, რომ 2012 წლის 29 სექტემბერი უქმე დღე იყო და, შესაბამისად, დოკუმენტები ამ დღეს ვერ მომზადდებოდა, ამტკიცებს kvira.ge.

„თიბისი ბანკის" პოზიცია

ბრალდებებს ბანკმა მიზანმიმართული სიცრუე უწოდა.

„8 იანვარს, გვიან საღამოს რამდენიმე მედიაპორტალმა გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას. ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია, ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს – „თიბისი ბანკს" ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე", – ნათქვამია ბანკის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
რა მოგება მოუტანა ბანკებს სავალუტო ოპერაციებმა 2018 წელს

იქვე აღნიშნულია, რომ „თიბისი ბანკი" არის და იქნება ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი ქვეყანასა და რეგიონში, რომელიც არის კორპორატიული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითი, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების მიერ.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ „თიბისი ბანკი" არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. „თიბისი ბანკს“ და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს", – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება 2008 წლის ზემოაღნიშნულ მოვლენებს, ბანკის ინფორმაციით, ეს რიგითი საბანკო ოპერაციაა, რომელიც არაერთხელ შეამოწმეს ეროვნულმა ბანკმა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა, ასევე საერთაშორისო აუდიტორებმა.

„თიბისი ბანკი" ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს „თიბისი ბანკის", მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად", – ნათქვამია განცხადებაში.

დამწვარი ბორჯომის ტყის 10 ჰექტარს „თიბისი" და "ბორჯომი" აღადგენენ>>

გასული წლის ივლისში „თიბისი ბანკი" „საქართველოს ბანკთან" ერთად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა. მაშინ მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ორივე ბანკმა „ქვეყანა შეჭამა". მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობა თავისი შემოსავლის ერთ მესამედზე მეტს სესხების მომსახურებაში იხდის, რაც დაუშვებელია.

ყველა ახალი ამბავი
0