დამწვარი ბორჯომის ტყის 10 ჰექტარს "თიბისი" და "ბორჯომი" აღადგენენ

© photo: Sputnik / STRINGERხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიასა და რესურსს, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის დამწვარი ტერიტორიის 10 ჰექტარს "თიბისი ჯგუფი" და კომპანია "ბორჯომი" აღადგენენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა და მის ინიციატივას კომპანია "ბორჯომიც" შეუერთდა. ხაზარაძე მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც, შეუერთდნენ მათ და ერთად განახორციელონ ეს ინიციატივა.

"გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიასა და რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ, რათა ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე", — განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

გადაბუგული ტყე სოფელ ყვიბისის მიმდებარედ - Sputnik საქართველო
ბორჯომის ნახანძრალი ტყე: მძიმე ფოტო-კადრები გადაბუგული ტერიტორიიდან

ბორჯომის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, მთლიანობაში დაიწვა 12 ჰექტარი ტყე.

ხანძრის ჩაქრობის პროცესს რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებს. მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს

ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელება შეჩერებულია, ხოლო ხანძრის ძირითადი კერები — ჩამქრალი.

ადგილზე მუშაობს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი, აქედან საქართველოს ერთი ვერტმფრენია, სხვები საქართველოს დახმარების მიზნით თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოფრინდნენ. მათ დღეს შეუერთდება ბელარუსიდან გამოგზავნილი სახანძრო ვერტმფრენიც 15 ტონიანი ავზით.

გარდა ამისა, დღეს ქართველ მეხანძრე მაშველებთან ერთად ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციის სამუშაოებში აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეებიც ჩაერთვებიან — ჯამში 150 კაცზე მეტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0