მედიკამენტი „ტამიფლუ“ მხოლოდ ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის ნებადართული.

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. დღეიდან ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით გაიყიდება ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პე“, „ავერსი“, „ჯი-პი-სი“ და „ფარმადეპო“, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, დავით ტორუას განცხადებაზე დაყრდნობით.

რკინიგზის ლიანდაგი - Sputnik საქართველო
სამგზავრო მატარებელს საქართველოდან აზერბაიჯანში დეზინფექცია უტარდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები - ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა –  100 ათას მოსახლეზე ვირუსით 277 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას  ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. 5 იანვრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„800 კოლოფი არის გადანაწილებული. დილით რაიონებშიც მოხდება აღნიშნული პრეპარატის გადანაწილება და ის დეფიციტი, რომელიც იყო, აღმოიფხვრება“, – განაცხადა დავით ტორუამ.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ინგოროყვას კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი H1N1-ით დაიღუპა

„ტამიფლუს“ მარაგები 10 იანვარს შეივსება, მანამდე კი აფთიაქებს პრეპარატს სამინისტრო თავისი მარაგიდან მიაწვდის.

ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ფილიალში იქნება ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი, საზოგადოება ჯანდაცვის სამინისტროს, ან აფთიაქების ცხელი ხაზიდან მიიღებს.

პრეპარატის უფასოდ მისაღებად ბენეფიციარებმა უნდა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100). სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.

მედიკამენტი „ტამიფლუ“ გრიპის პროფილაქტიკისთვის ინიშნება მოზრდილებში და 1 წლის/ან მეტი ასაკის ბავშვებში. პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის ნებადართული.

 

ყველა ახალი ამბავი
0