სამგზავრო მატარებელს საქართველოდან აზერბაიჯანში დეზინფექცია უტარდება

© Sputnik / Olga Kiknavelidzeრკინიგზის ლიანდაგი
რკინიგზის ლიანდაგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეზინფექცია მატარებლის ბოლო გაჩერებაზე - ბაქოში ჩატარდება

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალი სამგზავრო მატარებელი „ღორის გრიპის“ საფრთხის გამო დეზინფექციას გაივლის, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით.

„ტამიფლუს“ უფასოდ ბავშვები, ორსულები და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები მიიღებენ >>

სპეციალურად ამისათვის სამუშაოებში ჩართავენ საექიმო-სანიტარული სამსახურის თანამშრომლებს. დეზინფექცია მატარებლის მხოლოდ ბოლო გაჩერებაზე - ბაქოში ჩატარდება.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ინგოროყვას კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი H1N1-ით დაიღუპა

ყოველდღიურად აზერბაიჯანის საზღვარს საქართველოდან მიმავალი რეგულარული სარკინიგზო შემადგენლობა ბაქო-თბილისი-ბაქო კვეთს.

საქართველოში ვირუს H1N1-სგან ლაბორატორიულად დადასტურდა 8 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. ამჟამად საქართველოში 100 ათას ადამიანზე გრიპით დაავადებული 277 ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის ეპიდემია ქვეყანაში არ არის, რადგან ეპიდემიად 100 ათას ადამიანზე 400-500 დაავადებული ადამიანი მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობით საქართველოში აზერბაიჯანი ლიდერობს.

ყველა ახალი ამბავი
0