სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები დაასახელა

CC BY 2.0 / JD Lasica / Stethoscopeსტეტოსკოპი
სტეტოსკოპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2010 წელს საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების შეძენა არ შეეძლო მოსახლეობის 13%-ს, ხოლო 2017 წელს - 9,6%-ს

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2012 წლიდან შეაჯამა უწყების მუშაობა, რომელმაც სამედიცინო სერვისებსა და პრეპარატებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაზარდა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შეღავათიანი წამლების სია გაიზრდება >>

საქართველოში 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფუნქციონირებს, ასევე სოციალურად დაუცველების, პენსიონერებისა და შშმ-პირთათვის მედიკამენტების შესაძენად შეღავათები მოქმედებს.

მინისტრის თქმით, როგორც ქალაქებში, ისე სოფლად სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობა გაიზარდა. თუმცა ეს უკავშირდება არა ავადობის ზრდას, არამედ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, აღნიშნა მინისტრმა.

ხანდაზმული ქუჩის მუსიკოსი თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო
სოციალურად დაუცველებს დასაქმების შემთხვევაში ფულადი დახმარება შეუნარჩუნდებათ

„ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე“, - განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკომ არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორად დაასახელა ის, რომ ორჯერ შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც არ სმენია სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც უფასო ან შეღავათიანი პირობებით მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

„ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან თანხას ხარჯავდნენ ექიმთან ვიზიტისთვის, სამედიცინო დახმარების მიღებისთვის, მათ ეს დანახარჯები შეუმცირდათ, მაგრამ გადაამისამართეს მედიკამენტების შეძენაზე, რაც ყველაზე დიდი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ჯანდაცვის სისტემის – მაღალი ფინანსური ბარიერი მედიკამენტებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

თუმცა, მედიკამენტებიც უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მაგალითად, თუ 2010 წელს მედიკამენტების შეძენა არ შეეძლო მოქალაქეების 13%-ს, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 9,6%-მდე შემცირდა.

მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, აღნიშნა მინისტრმა. ჯანდაცვის სისტემის ძირითად გამოწვევად რჩება სამედიცინო სერვისებსა და პრეპარატებზე სრული ხელმისაწვდომობის მიღწევა.

საქართველოში სასწრაფო დახმარების გამოძახებების რიცხვმა პიკს მიაღწია >>

დღეისათვის სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეუძლიათ 23 დასახელების მედიკამენტის შეძენა - ეს არის  გულსისხლძარღვთა დაავადებათა, ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა და დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო პრეპარატები. 2019 წლის 1 იანვრიდან ამ სიას დაემატება ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე კვლევა გახანგრძლივდა

ეს შეღავათები ეხება 100 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

ამავე პრეპარატების შეძენა, 50%-იანი ფასდაკლებით, შეუძლიათ პენსიონერებსა და შშმ პირებს, მათი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ის ითვალისწინებს ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციას და გეგმიური ამბულატორიული გამოკვლევის დაფინანსებას. ასევე სახელმწიფო აფინანსებს ოპერაციების ღირებულების 70%-ს, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის 80%-ს და მშობიარობას. გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს მკურნალობას დაავადებათა 12 ჯგუფის მიხედვით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულია საქართველოს ყველა მოქალაქე, გარდა იმ პირებისა, ვისაც აქვს კერძო დაზღვევა. კერძო დაზღვევაზე უარის თქმის შემთხვევაში მოქალაქეს ნახევარი წლის შემდეგ კვლავ შესთავაზებენ სახელმწიფო დაზღვევას.

ყველა ახალი ამბავი
0