05:15 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
160 0 0

ხელისუფლება ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის შეღავათიანი მედიკამენტების სიის თანდათანობით გაზრდაზე მუშაობს

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. წამლების სია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის წლის ბოლომდე გაიზრდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე.

მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს. პირველ ეტაპზე უფასო წამლებს სოციალურად დაუცველი პირები იღებდნენ. 2018 წელს სამინისტრომ ამ პროგრამის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, რისი წყალობითაც პენსიონერები და შშმ პირები გარკვეული წამლების მიღებას მაქსიმუმ ნახევარ ფასად შეძლებენ.

„სექტემბერში უკვე მოხდა გაფართოება, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. ახლა წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება", - განაცხადა სერგეენკომ და დასძინა, რომ მედიკამენტების რაოდენობა 60 დასახელებამდე გაიზრდება.

საქართველოს ჯანდაცვის მთავარი გამოწვევა, მინისტრის განცხადებით, მოქალაქეებისთვის ამბულატორიული მედიკამენტების ხელმისაწვდომობაა, რის გამოც ჩნდება სოციალური პრობლემები.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ პროექტის დახმარებით მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მნიშვნელოვნად შეუმცირდება ჯანდაცვის ხარჯები. სერგეენკოს განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებამდე ეს ხარჯები 70%-ს შეადგენდა, ხოლო ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ მაჩვენებელი 56%-მდე შემცირდა.

სერგეენკო აცხადებს, რომ მოსახლეობამ საკუთარ ჯანდაცვაზე ჯიბიდან შემოსავლების მხოლოდ 25% უნდა გადაიხადოს – ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიზნის მიღწევაზე მუშაობს.

 

მთავარი თემები