საქართველოში მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენა დაასახელეს

გამოწერა
სოფლის მეურნეობაში დაბალი პროდუქტიულობა განაპირობებს ღარიბთა და სოციალურად დაუცველთა ზრდას, მიაჩნია მინისტრს

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ბოლო სამი წლის განმავლობაში როგორც სიღარიბის დონის კლების ტემპები, ისე უმუშევრობის შემცირების ტემპები შენელდა, განაცხადა პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს მთავრობა სიღარიბესთან ბრძოლას თავისი მუშაობის პრიორიტეტად ასახელებს.

„ხალხს უჭირს და სიღარიბის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, მით უმეტეს სიღარიბის შემცირების ტემპები ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო დაბალი და გვჭირდება მისი დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპები“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, სიღარიბის დონის შემცირება პირდაპირ არის დამოკიდებული მოქალაქეთა დასაქმებაზე. ყოველწლიურად საქართველოში საშუალოდ 40-30 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მთავარი მტერი დაასახელა >>

„ჩვენ გვინდა, საქართველოში წელიწადში 60 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნას. ბოლო 3 წლის განმავლობაში როგორც სიღარიბის კლების ტემპები, ასევე უმუშევრობის შემცირების ტემპები დაბალია და ამისათვის ბევრად უფრო მაღალი ტემპი გვჭირდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ უმუშევრობის არც ისე მაღალი დონე საქართველოში თითქმის არ მოქმედებს სიღარიბის შემცირებაზე.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სისტემის დაფინანსება გასამმაგდება

„3,7 მილიონი ადამიანიდან სამუშაო ძალა, ანუ ვისაც მუშაობა შეუძლია, არის 2 მილიონი მოქალაქე, დანარჩენი კი, 15 წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ხალხი, დიდი რაოდენობით ადამიანები  სამუშაო ძალის გარეთ, რომლის ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები არიან დიასახლისები და სხვადასხვა კატეგორიის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ სურთ. ამასთან 842 000 ადამიანი მუშაობს, მაგრამ 881 000, გარდა უმუშევარი 276 000-სა, არის თვითდასაქმებული. ეს არ არის ცუდი, მაგრამ 881 000 ადამიანიდან დაახლოებით 723 000 არის სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებული. ეს 881 000 პოტენციური მუშახელია, რომელიც უნდა ჩავრთოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში, რომელიც დასაქმებულთა რიცხვის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს, ყველაზე დაბალი პროდუქტიულობით გამოირჩევა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს 723 ათასი არაოფიციალური უმუშევარია.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა სოფლის მეურნეობის წარმოებაში და ამ სფეროს პროდუქტიულობის ამაღლება.

საქართველოს მმართველობით სისტემაში ცვლილებები მოხდება >>

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 434,5 ათას მოქალაქეზე მეტი სოციალურად დაუცველია, რაც მოსახლეობის თითქმის 12%-ს შეადგენს. სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება შევსებული საოჯახო დეკლარაციის საფუძველზე დათვლილი ქულების რაოდენობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ღარიბად ითვლება ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0