საქართველოს მმართველობით სისტემაში ცვლილებები მოხდება

© photo: courtesy of Government of Georgiaმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდით კმაყოფილია, თუმცა მმართველობითი სისტემა ცვლილებებს საჭიროებს

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არ გამორიცხა საკადრო ცვლილებები მთავრობაში, თუ რომელიმე მისი წევრი მუშაობის ტემპს ფეხს ვერ აუწყობს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ნოემბერში პარტიაში სერიოზული ცვლილებები დააანონსა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გაძლიერების მიზნით პარტიის ყველა წევრის მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება. „პირობას ვდებ, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვლება“, - განაცხადა მან. ზოგიერთმა ექსპერტმა ამ სიტყვებში მინისტრთა კაბინეტის მომავალი ცვლილებების სიგნალი დაინახა.

„ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია. ვინც ამ ტემპს ბუნებრივად ფეხს ვერ აუწყობს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გვექნება ცვლილებები", - განაცხადა ბახტაძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მთავარი მტერი დაასახელა

მისი თქმით, მოდერნიზაცია აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მთავრობის ამჟამინდელმა შემადგენლობამ გაამართლა.

„მომავალ წელს ამ მთავრობის შემადგენლობას ექნება ძალიან კარგი შესაძლებლობა და პლატფორმა იმის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ კარგად აჩვენოს - ამ გუნდს შესაძლებლობა აქვს მიაღწიოს ამ რესურსებით მაქსიმალურად კარგ შედეგებს", - განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძე პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის ივნისში გახდა. თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მან მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების განხორციელება დაიწყო და ერთი თვის შემდეგ სამინისტროების რაოდენობა შეამცირა.

მიმავალი წლის შედეგების შეჯამებისას ბახტაძემ განაცხადა, რომ რეფორმამ იმუშავა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მომავალ წელს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება სიღარიბესთან ბრძოლისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0