როდის ჩაანაცვლებენ ზურაბიშვილს პარლამენტში

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატის მანდატს ინარჩუნებს

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის ერთმანდატიან ოლქში 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება, განაცხადა პროცედურულ საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა პირველი არხის ეთერში.

სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას მოუხსნიან >>

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა მთაწმინდის ოლქიდან სალომე ზურაბიშვილმა 16 დეკემბერს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ზურაბიშვილმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ბედნიერი ვარ“ – ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაათვალიერა

„არჩევნები აპრილის ბოლოს გაიმართება. კანდიდატის შესახებ ჯერჯერობით არ გვიმსჯელია, რადგან წინ კიდევ რამდენიმე თვეა, მაგრამ ამ მანდატისთვის ვიბრძოლებთ“, - განაცხადა კახიანმა.

ოფიციალურად პარლამენტის 150-დან ერთ-ერთი სავარძელი ვაკანტური მას შემდეგ გახდება, რაც საკანონმდებლო ორგანო ზურაბიშვილის უფლებამოსილებას შეაჩერებს. შესაბამისი თხოვნით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უკვე მიმართა პარლამენტს.

ყველა ახალი ამბავი
0