თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თავის თანამშრომლებს შესთავაზა აეწყოთ ნაძვის ხეები პროფესიული აღჭურვილობისა და ხელსაწყოების გამოყენებით.
უჩვეულო კონკურსში მონაწილება სამსახურის თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღეს.
ცეცხლმაქრები, კიბეები, ჩაფხუტები, ჩექმები, უნიფორმის ელემენტები, ციმციმა ნათურები და ბევრი სხვა რამ - ეს ყველაფერი გამოიყენეს მაშველებმა არაორდინარული ნაძვის ხის აწყობისას თბილისის სხვადასხვა რაიონებში, მცხეთაში, ახმეტაში, ზუგდიდში, ყვარელში, თელავში, ყაზბეგში და ქვეყნის სხვა ქალაქებში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეარჩია საუკეთესო ნიმუშები და გამოაქვეყნა მეხანძრე-მაშველების ხელით აწყობილი „ბრუტალური“ ნაძვის ხეების მხიარული ვიდეომიმოხილვა. ვიდეოს უკვე 12 ათასი ნახვა, ასობით გაზიარება და უამრავი პოზიტიური კომენტარი აქვს.
შემდეგ კი გამოჩნდა მეორე ვიდეო, რომელზეც მხიარული ნაძვის ხეები ააწყვეს მაშველებმა ბათუმში, ლაგოდეხში, ქედაში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, წნორში, გურჯაანსა და თეთრწყაროში.