ახალი წელი კავკასიაში: ვინ რამდენს და როდის ისვენებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო ილუმინაცია თბილისში
საახალწლო ილუმინაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველომ“ გაარკვია, რამდენ ხანს ისვენებენ საახალწლოდ კავკასიის სამ ქვეყანაში — საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ეს დღეები უქმეებად საკანონმდებლო დონეზეა გამოცხადებული.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ახალი წელი, გარდა ნაძვის ხისა, საზეიმო სუფრისა და ფეიერვერკებისა, დასვენებასთანაც ასოცირდება. საახალწლო არდადეგებს მოუთმენლად ელოდებიან ბავშვებიცა და უფროსებიც, ვინაიდან რამდენიმე დღის ახლობლებისა და მეგობრების წრეში მხიარულად გატარება ყველას უნდა. 

ფეერვერკი - Sputnik საქართველო
სავალალო შედეგის ასაცილებლად: რა უნდა იცოდეთ პიროტექნიკის გამოყენების შესახებ

Sputnik-საქართველომ“ გაარკვია, რამდენ ხანს ისვენებენ საახალწლოდ კავკასიის სამ ქვეყანაში — საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ეს დღეები უქმეებად საკანონმდებლო დონეზეა გამოცხადებული.

საქართველოში ახალ წელს გამოსასვლელ დღეებად დადგენილია 1 და 2 იანვარი. ქვეყნის მოსახლეობა სამსახურებში 3 იანვრის დილიდან ჩვეულ რეჟიმში გადის.

მანამდე მსგავსი ვითარება იყო სომხეთშიც, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ „დღესასწაულებისა და სამახსოვრო დღეების შესახებ კანონში“ ცვლილებები შეიტანა და საახალწლო უქმეების რაოდენობა გაიზარდა: სომხეთის მოსახლეობა 31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ისვენებს.  

რაც შეეხება აზერბაიჯანს, შრომის კოდექსის თანახმად, ქვეყანაში გამოსასვლელ დღეებად მიიჩნევა 1 და 2 იანვარი, თუმცა 31 დეკემბერიც ასევე არასამუშაო დღეა. საქმე ისაა, რომ წლის ბოლო დღეს ქვეყანაში მსოფლიოს აზერბაიჯანელთა დღე აღინიშნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0