წყალტუბოს რაიონს მგლები შეესია - მოსახლეობა შველას ითხოვს

© photo: Sputnik / Egor Yeremov / გადასვლა მედიაბანკშიმგლები
მგლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგლებმა რამდენიმე ადამიანი, ასევე ცხვრები და ძაღლები დაკბინეს.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებს მგლები შეესია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ადგილობრივების ინფორმაციით, მგლებმა რამდენიმე ადამიანი, ასევე ცხვრები და ძაღლები დაკბინეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ მგლები ხალხს ეზოებში უვარდებიან, ამიტომ მათ ღამით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ.

მგელი - Sputnik საქართველო
მგლებმა კახეთში მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯეს

ადგილობრივები შესაბამის უწყებებს დახმარებს სთხოვენ. მოუწოდებენ მათ, რომ გამოიყოს  მონადირეები და ადგილობრივებს მისცენ ტყვიები, რათა დროულად მოგვარდეს პრობლემა.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან მტაცებელზე ნადირობის ნებართვას ითხოვენ.

ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. „პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა გამგეობამ უნდა გადააგზავნოს.

2012-2015 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვით მოკლულია 249 მგელი, 135 ტურა, შვიდი მელია და ოთხი დათვი.

ყველა ახალი ამბავი
0