დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს აინთება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო განათება თბილისში
საახალწლო განათება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაძვის ხეს ქალაქის მერი, კახა კალაძე აანთებს.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. დღეს 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნაძვის ხეს ქალაქის მერი, კახა კალაძე აანთებს.

ცერემონიაზე, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე  ოცწუთიანი კოსტიუმირებული წარმოდგენა „გადაეცი სიყვარული“ გაიმართება, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძეა, ხოლო კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე.

საახალწლო განათება თბილისში - Sputnik საქართველო
როგორი ნაძვის ხეები დადგეს საქართველოს მეხანძრე-მაშველებმა

დადგმის გენერალურ რეპეტიციას მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას ცერემონიაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაძვის ხის ანთების ცერემონია იქნება. თქვენ ხედავთ, როგორი ლამაზია სცენაც და ნაძვის ხეც. ყველას ველოდებით რესპუბლიკის მოედანზე, ზუსტად 20:00 საათზე. ბავშვებს ვთხოვთ, რომ წამოიყვანონ დედები, მამები, ბებიები და ბაბუები, იმისთვის, რომ ყველამ ერთად დიდი სიყვარულით ავანთოთ ჩვენი მთავარი ნაძვის ხე“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

საახალწლო დღეებში რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო სოფელიც გაიხსნება.

საახალწლო წარმოდგენის პროგრამაშია მონაწილეობენ: სოფო გელოვანი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ცაგარელი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, მოძრაობის თეატრი, თბილისის მერიის „ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი'', თბილისის მერიის ალოიზ მიზანდარის სახელობის პირველი ხელოვნების სკოლის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი.

ყველა ახალი ამბავი
0