რა ასაკში ქორწინდებიან ყველაზე ხშირად საქართველოში

© FB / Tamari Chiburdanidzeსაქორწინო კაბები
საქორწინო კაბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში განქორწინება ყველაზე ხშირია 30-დან 39 წლამდე ასაკში

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მეტი წყვილი 20-29 წლის ასაკში ქორწინდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi „საქსტატზე“ დაყრდნობით.

საქართველოში განქორწინების ინიციატორები უფრო მეტად ქალები არიან >>

რაც შეეხება განქორწინებას, ყველაზე ხშირად წყვილები ამ ნაბიჯს 30-დან 39 წლამდე დგამენ.

2017 წელს საქართველოში 23,6 ათასი დარეგისტრირებული ქორწინება და 10,2 ათასი განქორწინება დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ქორწინება თბილისში დაფიქსირდა - 14,3 ათასზე მეტი.

გოგონების ჩრდილი - Sputnik საქართველო
ქართველ მამებს მოზარდი ვაჟები ბორდელში მიჰყავთ: რას ფიქრობენ ფსიქოლოგები

რაც შეეხება მიმდინარე წელს, „საქსტატმა“ ამ ეტაპზე ჯერჯერობით წლის პირველი ექვსი თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამგვარად, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 1,9%-ით შემცირდა - ჯერჯერობით წელს 10,3 ათასი წყვილი დაქორწინდა. ხოლო განქორწინებების რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა (+2,8%).

დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე განმარტავს, რომ ქართველებში თანდათან „ევროპული“ გვიანი ქორწინების პრაქტიკა შემოდის. ეს განპირობებულია სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტით, ქალთა ემანსიპაციით, ახალგაზრდების გვიანი „დაღვინებით“ და საკუთარი თავის ძიებით.

ყველა ახალი ამბავი
0