საქართველოში განქორწინების ინიციატორები უფრო მეტად ქალები არიან

CC0 / Pixabay / განქორწინება
განქორწინება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში განქორწინების ყველაზე გავრცელებული ერთ–ერთი მიზეზი ოჯახური ძალადობა და ღალატია

თბილისი,  26 ივლისი  — Sputnik.  საქართველოში განქორწინების ინიციატორები უფრო ხშირად ქალები არიან, ამაზე მეტყველებს  სასამართლოებში მეუღლეებს შორის  განქორწინებსი დავების შესახებ მონაცემები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წარმოადგინეს. 

მიღწევა ფსიქოლოგიაში: ღალატისა და განქორწინების წინასწარმეტყველება უკვე შესაძლებელია>>>

ორგანიზაციის იურისტმა ია ღონღაძემ ვითარებას საგანგაშო უწოდა და აღნიშნა, რომ 2018 წლის ბოლო მონაცემებით,  კვლავ მაღალი რჩება საოჯახო დავების რიცხვი. ალიმენტების გადახდა, შვილების ადგილსამყოფელის განსაზღვრა, ქონების გაყოფა – ეს და სხვა საკითხები მეუღლეებს შორის სასამართლო დავის საგანი ხდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში  რეგისტრირებული იყო 144 ათასზე მეტი  ქორწინება. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში 46 ათასზე მეტმა წყვილმა განქორწინება გააფორმა. 

ბეჭედი - Sputnik საქართველო
რამდენია 2017 წლის განმავლობაში საქართველოში განქორწინებული წყვილების რაოდენობა

ღონღაძის თქმით, ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებულ საოჯახო დავებზე სარჩელების სტატისტიკური მონაცემები შეისწავლა.

თბილისის შემდეგ განქორწინების ყველაზე მეტი მაჩვენებელი იმერეთის რეგიონში ფიქსირდება. „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3,7 ათასი წყვილი დაშორდა, იმერეთში კი 1,7 ათასზე მეტი.

როგორც ღონღაძემ აღნიშნა, განქორწინების ზრდადი მაჩვენებელი სხვადასხვა სოციალური ფაქტორებითაა გამოწვეული. განქორწინების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ახალგაზრდებში.

„მიზეზებზე შეგვიძლია მოკლედ ვისაუბროთ: ადრეული ქორწინებები და ოჯახის მართვის პროცესში არასათანადო პასუხისმგებლობა, ერთობლივი თანაცხოვრების პროცესში მესამე პირის ჩართვა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა“, – განაცხადა ღონღაძემ პრესკონფერენციაზე.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0