რამდენია 2017 წლის განმავლობაში საქართველოში განქორწინებული წყვილების რაოდენობა

CC0 / Pixabay / ბეჭედი
ბეჭედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განქორწინების რაოდენობა გაიზარდა, ქორწინების კი შემცირდა

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოში 2017 წლის განმავლობაში რეგისტრირებული განქორწინების რიცხვმა 10,2 ათასს გადააჭარბა, რაც 2016 წელთან შედარებით 7,2%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") განცხადებაში.

საქორწინო კაბები - Sputnik საქართველო
ბათუმში ჩატარდება ფესტივალი, სადაც მონაწილეებს დაქორწინება შეეძლებათ

ყველაზე მეტი განქორწინება თბილისში დაფიქსირდა — 3,7 ათასზე მეტი ფაქტი, ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში, სადაც გასულ წელს 651 წყვილი დაშორდა.

ამასთან, საქართველოში 2017 წელს ქორწინების რიცხვი 5,6%-ით შემცირდა და 23,7 ათასი შეადგინა.

ყველაზე მეტი ქორწინება რეგისტრირებულია თბილისში — დაახლოებით 7 ათასი. ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში — 1,5 ათასზე მეტი.

ტელეკომპანია Imedi-ს მონაცემებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27,4, ხოლო მამაკაცებისთვის 30,2 წელია.

დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის განცხადებით, ქორწინების რაოდენობის შემცირება ერთგვარად გამოწვეულია იმით, რომ ქართველები „ევროპული" გვიანი ქორწინების პრაქტიკას ირჩევენ, რაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ქალთა ეპანსიპაციითა და საკუთარი თავის ძიებით აიხსნება.

„საქსტატის" ინფორმაციით, 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონ 718 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0