შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 10 არასრულწლოვანი გამოკითხა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდები და მათი ადვოკატები კამერასთან კომენტარს არ აკეთებენ, რადგან მათ გაუთქმელობაზე ხელი აქვთ მოწერილი.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არასრულწლოვნები საგამოძიებო უწყებაში კანონიერ წარმომადგენლებთან, მათ შორის ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდნენ.

მიკროფონი - Sputnik საქართველო
ბეგაძე: დათო მოძალადე არ იყო, ამით იმხელა ლაფი შეგვასხეს...

მოზარდები და მათი ადვოკატები კამერასთან კომენტარს არ აკეთებენ, რადგან მათ გაუთქმელობაზე ხელი აქვთ მოწერილი. ადვოკატი ასევე არ პასუხობს კითხვას, მუშაობს თუ არა გამოძიება საქმეში ახალი ფიგურანტების გამოკვეთაზე.

„ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მე როგორც ადვოკატი და იურისტი, მივესალმები. გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და დამატებით კითხვებს ვერ ვუპასუხებ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩის საქმის განხილვის ფარგლებში დაკითხვაზე 10 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 16 წლის ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დათო სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0