ბეგაძე: დათო მოძალადე არ იყო, ამით იმხელა ლაფი შეგვასხეს...
„ძალიან მეგობრული იყო. იმ ზაფხულს 10 მეგობარი ჰყავდა სოფელში ჩამოყვანილი. ძალიან კარგად ერთობოდნენ, საუბრობდნენ. ვერ იტყოდი, რომ ჩემი შვილიშვილი ვინმეს მიმართ მოძალადე იყო. ამით იმხელა ლაფი შეგვასხეს... ამის შემდეგ უფრო გაგიჟდა ზაზა, ასე უსამართლოდ რომ მოგვექცნენ“, – ამბობს მარინა ბეგაძე.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე 16 წლის ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დათო სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.