საქართველომ ელექტრომობილების წარმოებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

© Sputnik / Alexander Imedashviliელექტრომობილების პირველი გასამართი სადგური თბილისში
ელექტრომობილების პირველი გასამართი სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვედეთის წამყვანი ინოვაციური კომპანია ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტით არის დაინტერესებული.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება, შესაბამის მემორანდუმს ხუთშაბათს ხელი მოაწერეს „საპარტნიორო ფონდის“, შვედური კომპანია Uniti Sweden AB-ს და ქართული კომპანია Silk Road Group-ის წარმომადგენლებმა.

ამბიციური გეგმა: ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება >>

მემორანდუმის მიზანია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ერთობლივი პროექტის განვითარების ძირთადი პრინციპების განსაზღვრა, აგრეთვე კონკრეტული თანამშრომლობის სფეროებზე შეთანხმება, ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ ვებ-გვერდზე.

„Uniti Sweden AB ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიებით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღდგენადი ენერგიის სფეროში არსებული პროექტების განვითარება, აღნიშნა მან.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერმა ქართული ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი" დაასახელა

შვედური კომპანია Uniti Sweden AB 2016 დაფუძნდა და მან ელექტრომობილის პირველი პროტოტიპი 2017 წელს გამოუშვა. 2019 წლის ბოლოს კომპანია საბაზრო მოდელს წარმოადგენს.

ადრე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკის 90%-ს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებენ. საქართველო, შესაბამისად, პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში შეძლებს თავისი ავტოპარკის ელექტრომობილებით შეცვლას.

გარდა ამისა, 2018 წლის მარტში ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქართულ-ჩინური კომპანიის გახსნა, რომელიც ელექტრომობილებს გამოუშვებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ჩინური მხარე ბათუმში ქარხნის გახსნით დაინტერესდა, არის ის, რომ ქალაქთან არსებობს როგორც საჰაერო, ისე სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა.

ყველა ახალი ამბავი
0