ცაგარელი: სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გამოასწორებს

© Sputnik / Levan Avlabreliმიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგის თვალსაზრისით, ახალი პრეზიდენტის დროს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებში დათბობა მოხდება

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას შეძლებს, „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

ინაუგურაცია თელავში რამდენიმე საათში გაიმართება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას შეძლებს. რატომ? ასტროლოგიურად აგიხსნით. მისი სელენა, თეთრი მთვარე, ე.წ. მფარველი ანგელოზი მერწყულის ნიშანში იმყოფება. მერწყული კი ნიშანია, რომელიც რუსეთს მართავს. თქვენ კი ალბათ გახსოვთ, რომ სააკაშვილის დროს ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, და საქართველოს რუსეთთან ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ მისი მინისტრობის დროს ჰქონდა“, - აღნიშნა ცაგარელმა.

ასტროლოგის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების საქმეში კიდევ ერთი დიდი უპირატესობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მისი ძველი მეგობრობა გახდება.

ზურაბიშვილი და მისი გუნდი: ახალი პრეზიდენტი ერთგულ ადამიანებს ეძებს >>

ორბელიანების სასახლე - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი თავის გუნდს შემდეგ კვირაში წარმოადგენს

„რადგან სალომე ზურაბიშვილის მფარველი ანგელოზი რუსეთის ზონაში იმყოფება, სხვა ადამიანებთან შედარებით რუსებთან ურთიერთობა მისთვის გაცილებით იოლია. მით უმეტეს იქ საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ ლავროვია“, - განაცხადა ასტროლოგმა.

ცაგარელის თქმით, რადგან ზურაბიშვილი უცხოეთში, მათ შორის ევროპაში ბევრ გამოჩენილ მოღვაწეს იცნობს, მას ჰყავს მეგობრები როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში, ურთიერთობების მოწესრიგებას ორივე მხრიდან უნდა ველოდოთ.

„ეს შესაძლებლობას მოგვცემს მომავალში დავუახლოვდეთ როგორც რუსეთს, ისე ევროპის სახელმწიფოებს“, - მიიჩნევს მიხეილ ცაგარელი.

ყველა ახალი ამბავი
0