სალომე ზურაბიშვილი თავის გუნდს შემდეგ კვირაში წარმოადგენს

© photo: Sputnik / Stringerორბელიანების სასახლე
ორბელიანების სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანებს მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით შეარჩევს.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ადმინისტრაციის წევრების წარდგენას მომავალ კვირაში, ინაუგურაციის შემდეგ აპირებს.

ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში ჩატარდება, სტუმრების მიღება კი წინანდალშია დაგეგმილი. მანამდე თბილისში ზურაბიშვილი ილია ჭავჭავაძის საფლავსა და გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

„გუნდს დავაკომპლექტებ მომავალი კვირიდან, დავიწყებ ოფიციალურ შეხვედრებს. ჯერ არ ვარ პრეზიდენტი და არ მაქვს უფლებამოსილება – ვინმეს პოსტი შევთავაზო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს მისი მოადგილე ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.

გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„დაუტოვეთ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა“ - მარგველაშვილმა ხელისუფლებას მიმართა

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის ფორმირების დროს იხელმძღვანელებს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“.

„მე ვარ გარანტორი კანონის უზენაესობის. ყველა კანონი, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“, შესრულებული უნდა იყოს. როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი და მყავდა იგივე მოადგილე, საუბარია ლაშა ჟვანიაზე, ჩვენ სამინისტროში განვახორციელეთ რეორგანიზაცია და კონკურსის საფუძველზე ავიყვანეთ თანამშრომლები, ეს არის საჯარო სამსახურის კანონი და ჩემ ადმინისტრაციაში ეს დაცული იქნება“, – განმარტა ზურაბიშვილმა.

სანამ ზურაბიშვილი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისთვის ემზადება, ორმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ შესწორებების ინიცირება სცადა კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“. ისინი გამოვიდნენ წინადადებით, რომ პრეზიდეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მოეხსნათ სახელმწიფო მოხელის სტატუსი და ისინი გათანაბრდნენ სამდივნოს თანამშრომლის ან მრჩევლის სტატუსთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ კანონპროექტის სკანდალურ ცვლილებებს გაიწვევენ>>

ოპოზიციის, საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უკმაყოფილების ტალღის, ასევე პარტიის შიგნით დავის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ შესწორებების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0